Меню сайта
Free Music
Free Music
Free Music
Разделы новостей
ვიდეოები [37]
მუსიკები [0]
პოეზია [44]
სურათები [8]
ციტატები [4]
Мини-чат
200
Наш опрос
Оцените мой сайт
Всего ответов: 104
Форма входа
Календарь новостей
«  Апрель 2024  »
ПнВтСрЧтПтСбВс
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Free Music
Free Music
Free Music

Пятница, 19.04.2024, 04:45

სიყვარული მარადიულია !


Приветствую Вас Гость
RSS
Главная » პოეზია

-დამხატე
დამხატე მასზე ლამაზად ვიდრე ვიცინი
დახატე მკვეთრად ჩემი სახე
ჩემი სიცილი

-დამხატე ვიდრე ლამაზი ვარ
ვიდრე ბავშვი ვარ
ვიდრე მშობლიურ მიწა-წყალზე
კენტად დავდივარ.

-დამხატე...
მერე შეაწითლე სისხლის ტუჩები
ფეხქვეშ გამიგე საქართველოს ძველი ქუჩები

-დამხატე!
ვიდრე წყლისფერია ჩემი თვალები.
დამხატე, მხატვრებს არასოდეს დავემალები

-დამხატე ვიდრე ჩაეძინა ჩემზე ფიროსმანს
ვიდრე, შედევრებს სამოთხიდან
ყანწით გილოცავს
დამხატე ძმაო, სილამაზეს ფუნჯით ებრძვიან
დამხატე ვიდრე მივიღებდე სახეს სევდიანს...

-დამხატე, ტილოს მოუხდება
ჩემი სიცილი
დამხატე მასზე მხიარული
ვიდრე ვიცინი....




Категория: პოეზია | Просмотров: 963 | Добавил: love-best | Дата: 29.12.2009 | Комментарии (0)


სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია.
ნ ო ვ ა ლ ი ს ი

სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით.
ა ნ ა კ რ ე ო ტ ი

სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა - სიკვდილი.
ე ბ ნ ე რ შ ე ნ ბ ა ხ ი

სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს.
ბ ე თ ჰ ო ვ ე ნ ი

სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა.
ჰ ი უ გ ო

სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.
ს ტ ე ნ დ ა ლ ი

სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა.
ფ რ. რ ი უ კ ე რ ტ ი

სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის.
ტ ო მ ა ს ჰ ო ბ ს ი

სიყვარული ტკივილია, ვისაც არ ... Читать дальше »
Категория: პოეზია | Просмотров: 4008 | Добавил: love-best | Дата: 29.12.2009 | Комментарии (0)

რაც გადის დრო და ხანი,

მე უფრო მეტად მიყვარს

შენი პატარა ტანი

შენი შავი თმის ბუჩქი

ეგ თეთრი შუბლის სერი

თვალები გიშრისფერი

ლოყები ვარდისფერი,

შენი თითები მიყვარს

ორი პატარა თითი

ო, იცი როგორ მიყვარს, ოდნავ შეხებაც მათი,

ო, იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?

შენი გრძნობე ... Читать дальше »

Категория: პოეზია | Просмотров: 10038 | Добавил: love-best | Дата: 16.12.2009 | Комментарии (4)

 ”მე ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული

მეტი ქვეყანაზე მე რა დამრჩენია,

და ყველა ხატის წინ რაც კი დანთებულან

შენდა შესაწირად ჩემი სანთლებია,

ჩემი სანთლებია, ასე მდუმარებით,

ასე სასოებით ნელა რომ იწვიან

და თუ ეს ვედრება ღმერთმა შეისმინა,
... Читать дальше »

Категория: პოეზია | Просмотров: 2544 | Добавил: love-best | Дата: 16.12.2009 | Комментарии (0)

ამბობენ, როცა სიყვარული ნამდვილია და არა - სუროგატი, ბოლომდე ვერასდროს ახსნი კონკრეტულად, რატომ გიყვარს ეს ადამიანი და არა ვინმე სხვა, რატომ ხარ მზად ყველაფერი აიტანო მის გვერდით, სხვასთან კი - არა. ერთი, ორი ან სამი მიზეზის დასახელება ძალიან გაჭირდება, ყოველთვის დარჩება რაღაც, რაც ამ სამმა თუ ათმა პუნქტმა არ დაიტია..
ჰო, მიზეზი ბოლომდე აუხსნელი რომ რჩება, ამაში უცნაური არაფერია, სიყვარული მრავალგვაროვანია, ერთდროულად უამრავი რამის გამო გიყვარს და საკმარისია, დაჯდე და დაიწყო იმის ჩამოთვლა, რაც ყველაზე მეტად გეძვირფასება შენს სიყვარულში, რომ მიხვდე - მასში ფაქტიურად ყველაფერი გიყვარს
მე შენ მიყვარხარ იმიტომ, რომ მხოლოდ შენ....

    
Категория: პოეზია | Просмотров: 776 | Добавил: love-best | Дата: 14.12.2009 | Комментарии (0)


მისი ცხოვრება შენით ტკბებოდა,
მისი ძვირფასი შენ გეძღვნებოდა,
კვდებოდა, მაგრამ არ ნებდებოდა,
რომ სიყვარული ასე ლღვებოდა.
ის გენდობოდა შენი სჯეროდა,
მას გული შენთვის სულ უმღეროდა,
უშენოდ სიო მისთვის არ ქროდა
მას სიყვარული ასე უქროდა.
შენ კი რა ჰქნი!? ფეხქვეშ გათელე,
გრძნობა, სურვილი სულ გადათელე,
მართალი, თყუილი ერთად ამთელე,
მადლობა ღმერს რომ ვერ გაამთელე.
რასაც გინდოდა ხომ მიაღწიე?
მაგრამ ამით რა იმ მთას აღწიე?
სადაც მან გრძნობა მაღლა ასწია
და სიყვარული აკვნით არწია.
შენ სიყვარულის არა გცოდნია,
თქვენ შორის უკვე კი კოცონია,
ნუთუ შენ მისთვის არ გილოცნია?
ვითომ შენ მისთვის არ გიოცნია.!?




Категория: პოეზია | Просмотров: 1630 | Добавил: love-best | Дата: 14.12.2009 | Комментарии (1)

მინდა გიყურო, გიყურო დიდხანს -- 
მანამდე, სანამ შენი ხილვა დამაბრმავებს,  
საყვარელო!.. 
მინდა გესაუბრო, გესაუბრო დიდხანს -- 
მანამდე, სანამ შენი მოსმენა დამაყრუვებს, 
საყვარელო!.. 
მინდა გესაუბრო, გესაუბრო დიდხანს -- 
მანამდე, სანამ შენთან საუბარი დამამუნჯებს, 
საყვარელო!.. 
მაშინ ხომ ვერ დავინახავ, ვერც მოვისმენ შენს 
ღალატს, და რომ ვიგრძნო კიდეც 
საყვედურს ხომ ვეღარ გეტყვი, 
საყვარელო!..

Категория: პოეზია | Просмотров: 733 | Добавил: love-best | Дата: 19.02.2009 | Комментарии (0)

მე არ გიცნობ მაგრამ მაინც მიყვარხარ
არც კი გკითხავ ვისი ხარ ან ვინა ხარ
მე უბრალოდ სულ შორიდან გიყურებ
შემიყვარდი და თავსაც არ ვიტყუებ

მე რატომღაც მომწონს შენი სიჩუმე
და თვალებით წარმოთქმული სიტყვები
დამიჯერე უსასრულოდ მიყვარხარ
და სიკვდილის დღემდე ასე ვიქნები

ისევ ვხედავ ამ ქუჩებს ავდარიანს
ისევ გნატრობ ყველაფერზე ძალიან
მიყვარხარ და ამის თქმას მე არ ვნანობ
კიდევ ჩვენზე ბევრ ოცნებეს გაგანდობ

მე შენ გეტყვი რაც აქამდე არ მითქვამს
არვიცი შენ ამას როგორ აღიქვამ
მაგრამ მაინც ბევრი ცრემლი დავღვარე
და ფიქრები ჩემი მე შენ გაგანდე

დაიბენი არ იცოდი რა გეთქვა
გულის დარდი ჩემთვის როგორ წაგერთვა
მაგრამ მაინც პირდაპირი პასუხით
ჩემი გული დაიპყარი ვარ სუსტი

და მე ამას წამითაც კი არ ვნანობ
ამდენი არ მიტანჯია ამაოდ
ჩვენ ხომ ახლა გულით ერთნი ვართ კარგო
სიყვარული არ მინდა რომ დავკარგო.

Категория: პოეზია | Просмотров: 913 | Добавил: love-best | Дата: 12.02.2009 | Комментарии (0)

დავდივარ ქუჩაში მარტო ეული
ამ ტკივილისგან გადარეული
ერთი ფიქრი მაქვს რატომღაც თავში
იქნებ ავდგე და გადავხტე წყალში

როცა გაიგებ იქნებ ინანო
და ეგ თვალებიც რომ დაინამო
რაგას მიშველი პატარავ მაშინ
როცა მინდოდი გამცვალე სხვაში

წახვედი მაგრამ ისევ ხარ ჩემთან
რადგან ეს გული მოგყვება ყველგან
მიყვარდი მაგრად ქარში თუ დარში
მაგრამ ოცნება დაიმსხვრა წამში

წამში დამთავრდა რაც მქონდა გრძნობად
სიყვარულისთვის მომიხდა ბრძოლა
ბრძოლა წავაგე დავმარცხდი ომში
შენი სიტყვები ჩამესმის ყურში

ოცნება რომელიც მე გულში მქონდა
თურმე ამასაც აზრი არ ქონდა
უშენოდ თავი ძნელად გამქონდა
რადგან ეს გული მხოლოდ შენ გქონდა

ისევ გავყვები ბნელ ქუჩებს ქარში
რომ შემეჩეხო რომ მომხვდე თვალში
რომ დაგინახო სულ სხვასთან გზაში
და რომ დავიწვა გრძნობებით წყალში

აი გათენდა დღე ასე მკაცრი
მგონი ბუნებაც მე მიდგას მხარში
ირგვლივ წვიმაა ქარბუქი ავი
მე გადავხტები ა ... Читать дальше »
Категория: პოეზია | Просмотров: 1203 | Добавил: love-best | Дата: 12.02.2009 | Комментарии (0)

სევდიან ღამეს ბნელეთში ჩაფლულს
ანგელოზების გალობა ქმნიდა
უცნაურია მაგრამ მე ვხვდები
ღრუბელი ცრემლებს ჩემს გამო ღვრიდა
დამდევს მარტოობა მე ისევ ლანდად
როგორც აჩრდილი მკვდარი არსების
ეს აჩრდილი ადრე არ ჩანდა
ახლა გამოჩნდა მკვეთრი ხაზებით
ადამიანებს არ ესმით ჩემი
დაკარგულია ქვეყნად გრაცია
და ამ სამყაროს ბოლო იქნება
გარდაუვალი დეგრადაცია.
სასტიკი ცხოველის მსგავსია ყველა
მათთვის უცხოა ჩემი გრძნობები
ვერსაიდან ვერ მოაღწევს შველას
და ამიტომაც გემშვიდობები.
ცა კი იღვრება ისევ ცრემლებად
აღარ ზის ჩემში ის სული მშვიდი
აღარაფერი დამრჩა ამ ქვეყნად
მხოლოდ ცრემლები და სუიციდი.
Категория: პოეზია | Просмотров: 835 | Добавил: love-best | Дата: 23.01.2009 | Комментарии (0)

1 2 3 4 5 »
Copyright MyCorp © 2024 |