Меню сайта
Free Music
Free Music
Free Music
Разделы новостей
ვიდეოები [37]
მუსიკები [0]
პოეზია [44]
სურათები [8]
ციტატები [4]
Мини-чат
200
Наш опрос
Оцените мой сайт
Всего ответов: 104
Форма входа
Календарь новостей
«  Март 2024  »
ПнВтСрЧтПтСбВс
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Free Music
Free Music
Free Music

Четверг, 28.03.2024, 12:13

სიყვარული მარადიულია !


Приветствую Вас Гость
RSS
Главная » პოეზია
ბევრი ვიტანჯე,ვიცი, რო მელის
ბევრიც სხვა ტანჯვა მომავალშია,
მაგრამ ეს არ არს მიზეზი ხრემლის,
რომელიც მარად თრთის ჩემ თვალშია.
ყველას გავუძლებ: სასტიკ ტანჯვასაც,
ჩემ  საყვარელთა იმედთ დანთქმასაც,
თვით საყვარულთის ფიცისა ღალატს,
და თვით ჩემ ბედსაც, ამ უგრძნო ჯალათს.
ყველას გავუძლებ, როგორც კლდე ქვისა,
ბედთანა ბრძოლა ვით მეშინება?!
ხოლო ჩემ თავის არაფრობისა
არ ძალმიძს, ძმანო, ვერ რით გაძლება!
Категория: პოეზია | Просмотров: 1543 | Добавил: love-best | Дата: 23.12.2008 | Комментарии (0)


ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვა ... Читать дальше »
Категория: პოეზია | Просмотров: 1038 | Добавил: love-best | Дата: 23.12.2008 | Комментарии (0)

* * *

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისე ... Читать дальше »
Категория: პოეზია | Просмотров: 684 | Добавил: love-best | Дата: 23.12.2008 | Комментарии (1)



მე შენზე ვფიქრობ

მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?!
ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?!
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს.
ისე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები!
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ... Читать дальше »
Категория: პოეზია | Просмотров: 736 | Добавил: love-best | Дата: 23.12.2008 | Комментарии (0)

« 1 2 3 4 5
Copyright MyCorp © 2024 |